ისრაელში რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ სასწავლო პროცესი განახლდა. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება ვესტბანკის ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს. დაწყებითი სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს უბრუნდებიან.
ხელისუფლების განცხადებით, დაწესებული აკრძალვების შემსუბუქება იმ პროვინციებს შეეხება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების თვალსაზრისით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
მშობლების განცხადებით, სკოლის ადმინისტრაცია შესაბამისად მომზადებული ხვდება სასწავლო პროცესს და საფრთხე მინიმალიზირებულია.
"სასწავლო დაწესებულება მზად არის ბავშვების მისაღებად, შენობაში ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაობი, მოსწავლეებს შორის დაცულია სოციალური დისტანცია, ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია სასწავლო პროცესი უსაფრთხოების წესების სრული დაცვით გავაგრძელოთ," - განაცხადა დაწყებითი სკოლის წარმომადგენელმა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ისრაელში ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 16 000-ს გადასცდა, ლეტალურად დასრულდა 230 შემთხვევა, უკანასკნელ 24 საათში ინფიცირების 8 და გარდაცვალების 1 ფაქტი დადასტურდა.