18 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
სასტუმრო "მოქსი თბილისში" შექმნილი საკარანტინო სივრცე დღეს 130-მა მოქალაქემ დატოვა

სასტუმრო "მოქსი თბილისში" შექმნილი საკარანტინო სივრცე დღეს 130-მა მოქალაქემ დატოვა. "ჯი-ემ-თი ჯგუფმა" სასტუმრო "მოქსი თბილისი" ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონისთვის უსასყიდლოდ დაუთმო. 

სასტუმრო "მოქსი თბილისის" მენეჯერის ნანო ურუშაძის განცხადებით, სასტუმროში მდებარე საკარანტინო სივრცეში მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდენ.

საკარანტინო სივრციდან მოქალაქეების თბილისსა და რეგიონებში გამგზავრება თბილისის მერიამ სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსებით უზრუნველყო. 

დღევანელი მონაცემებით, საკარანტინო სივრცეები საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 5000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება.

დღის ამბები