18 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილებამ ფუნქციონირება დაიწყო

გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილებამ ფუნქციონირება დაიწყო. სავაჭრო ობიექტის შესასვლელთან ავტომობილებს დეზინფექციას უტარებენ, მომხმარებელი დამცავი საშუალებებით გადაადგილდება, ტარდება თერმოსკრინინგი.

პარალელურად აგრარული ბაზრის საცალო ნაწილში მიმდინარეობს ძველი დახლების დემონტაჟი. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 30-მდე აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს.

"ბაზრის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც სააგენტომ მას რეკომენდაციის სახით შესთავაზა. გვერდით ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკვე საცალო ბაზრობის, აგრარული ბაზრის რეკონსტრუქცია. მიმდინარეობს დახლების დემონტაჟი და იმ ფორმატში გარემონტება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს, ასევე კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს," - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.

დღის ამბები