ჩინეთში მაისის დღესასწაულის აღნიშვნა უკვე დაიწყო, დღესასწაული ხუთი დღის მანძილზე გრძელდება.
ქვეყნის შიგნით 85 მილიონმა ადგილობრივმა ტურისტმა უკვე იმოგზაურა. აქედან გამომდინარე, არსებობდა მოლოდინი, რომ დრამატულად გაიზრდებოდა ინფიცირებულთა რაოდენობა, თუმცა ასე არ მოხდა, რასაც ჩინეთი დადებითად აფასებს და თვლის, რომ ვირუსის პროცესი უკვე მართულია.
შეგახსენებთ, ჩინეთში ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსის 82 880 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 4 633 გარდაიცვალა.