24 აპრილი 2024,   22:40
ვრცლად
ვაქცინა გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი ეშმაკის ხელში - მეუფე საბა

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი მეუფე საბა ვაქცინის შექმნაზე და მისგან მომავალ სავარაუდო საფრთხეებზე საუბრობს და საკუთარ მრევლს აფრთხილებს.

სასულიერო პირის განცხადებით ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ეშმაკის ხელთ არსებული იარაღია და ადამიანების გარკვეული გავლენის ქვეშ მოსაქცევად გამოიყენებენ. მეუფე საბა მრევლს დაფიქრებისკენ მოუწოდებს.

"ვაქცინა გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი ეშმაკის ხელში, რომ ადამიანები მართოს. ეშმაკი ადამიანებს ალაპარაკებს დარჩით მარტო, დარჩით სახლში, მიეჩვიეთ მარტოობას და მარტო ებრძოლეთ იმას, რა რეალობაშიც ხართ," - განაცხადა მეუფე საბამ ქადაგებისას.

 

დღის ამბები