18 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
სოფელ ნუკრიანში ოთხი პირი თვითიზოლაციაში, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება

კახეთში, სოფელ ნუკრიანში ოთხი პირი თვითიზოლაციაში, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 4 ადამიანს, რომელსაც კოვიდ ინფექციის მატარებელთან ჰქონდა შეხება, ბიოლოგიური ნიმუში დღეს აუღეს, მათი ანალიზი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნება და ოთხივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მედპერსონალი, რომელსაც კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა, კახეთში მხოლოდ რამდენიმე საათით იყო ჩასული და იმ დღესვე თბილისში დაბრუნდა. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, ინფიცირებულ ქალთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

"არ მეშინია, იმიტომ, რომ არაფერი სიმპტომები არც ერთს არ გვაქვს, არც სიცხე, არც რამე ჩივილი. 27-ში იყო ჩამოსული და მალევე წავიდა, მგონი იმავე საღამოს," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დღის ამბები