საბერძნეთიდან სამშობლოში დღეს საქართველოს კიდევ 150 მოქალაქე დაბრუნდა. მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებიც არიან. ყველა ორკვირიან საკარანტინო პერიოდს გაივლის.
მსოფლიოში არსებული პანდემიის დროს სამშობლოში უკვე დაბრუნდა 9 630 ადამიანი. 18 000-ზე მეტს კი საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა სხვადასხვა ქვეყანაში ადგილზევე გაუწიეს დახმარება.
"არიან ონკოპაციენტები, ან მძიმე ქრონიკული დაავადებებს მქონე ადამიანები. 17 ონკოპაციენტი არის ბორტზე. არიან ფეხმძიმე ქალები, 5 ფეხმძიმე ქალბატონი იმყოფება. ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, გაივლის სავალდებულო ორკვირიან კარანტინს. მათ შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უკვე საჭიროებენ ჯანდაცვის დაწესებულებაში გადაყვანას,“ - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.