დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, ნიღბის ტარება არ არის რეკომენდებული მცირეწლოვნებისთვის. მათ შემთხვევაში ყურადღება სოციალურ დისტანციას უნდა მიექცეს. ამის შესახებ ხათუნა ზახაშვილმა ფეისბუქლაივის დროს ისაუბრა:
"ნიღბის ტარება არ არის რეკომენდებული მცირე ასაკის ბავშვებისთვის. განსაკუთრებით ყურადღებას გთხოვთ მშობლებს, ვისაც გყავთ პატარა ბავშვები, მათთვის ნიღაბს ვერ მოიხმართ და უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ფიზიკური და სოციალური დისტანცირება, რათა შენარჩუნებული იყოს მათი ჯანმრთელობა და არ შეექმნათ დაავადების გადაცემის რისკები," - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.