18 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
სასამართლო ცოტნე გამსახურდიას საქმის განხილვებს იწყებს - ადვოკატი დამნაშავე პირთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს

სასამართლო ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილ დანაშაულზე განხილვებს იწყებს. თითქმის 5 თვიანი ლოდინის შემდეგ, წინასასამართლო სხდომა დისტანციურად ჩატარდება.

პროკურატურას საქმე მოსამართლესთან განსახილველად დაზარალებულის ჩვენების გარეშე მიაქვს. საქმის მასალებში მტკიცებულებების სახით დევს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებები, რომლითაც დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს თავად ცოტნე გამსახურდიას. დაკავებულია 5 პირ.

საქმის მასალები მხარეებს ორი დღის წინ გადაეცათ. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის მძიმედ გასული წლის 19 დეკემბერს დაჭრეს.

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი არ გამორიცხავს რომ დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს, თუმცა ეს თავად ცოტნე გამსახურდიას ჩვენებაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ ცოტნე გამსახურდიამ ამ დრომდე, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენების მიცემა ვერ შეძლო.

"გამოძიება გრძელდება  იმ შესაძლო დამნაშავეთა მიმართ, რომლებიც ამ ეტაპზე შეიძლება არ ფიგურირებენ ნ ამ საქმეში. ქალებიც კი ვინც არიან ამ საქმეში დაკითხულები, მეზობლები, უბნის ახლო-მახლო მცხოვრები ადამიანები, ისინიც კი პრაქტიკულად არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. სრულიად დაუჯერებელია, როდესაც ადამიანის მენტალობა არის ესეთი, როგორიც გვაქვს ჩვენ. დამნაშავე პირთა წრის გაზრდა უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია თავად ცოტნე გამსახურდიას ჩვენებასთან, რომლის მიღებაც ვერ მოხერხდა იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომაროება არის ძალიან მძიმე. ის ფაქტიურად მოკლეს ამ ადამიანებმა," - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

 

 

დღის ამბები