თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან გაგზავნილ 17 ანალიზზე 16 უარყოფითი პასუხი მოვიდა, ერთის კვლევა კი გრძელდება, ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა მარეხ ბექაიამ განაცხადა:
"ამჟამად 35 პაციენტი იმყოფება კლინიკაში, 17 კვლევა იქნა გუშინ გაგზავნილი, 16 უარყოფითი პასუხია მიღებული 1 კვლევა გრძელდება," - განაცხადა მარეხ ბექაიამ, მისი თქმით, კლინიკიდან პაციენტების გადაყვენა ეტაპობრივად მიმდინარეობს.