ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას სააგენტო "რესი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, COVID-19 მამაკაცს აღმოაჩნდა, ის ოკუპირებულ რეგიონში ერთი კვირის წინ რუსეთის ფედერაციიდან შევიდა და ამ დრომდე კარანტინში იმყოფებოდა.
დე ფაქტო ცხინვალის ექიმების ინფორმაციით, დაინფიცირებული პირის ყველა კონტაქტი გამოვლენილია.