18 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
Turkish Airlies-ი ივნისიდან ფრენების განახლებას გეგმავს - მიმართულებებს შორის არის საქართველოც

კორონავირუსის გამო შეჩერებულ შიდა და საერთაშორისო ფრენებს თურქეთი ზაფხულში ეტაპობრივად განაახლებს. თურქული მედიის ინფორმაციით  Turkish Airlines-მა შეიმუშავა გეგმა, რომელიც ივნისის, ივლისის და აგვისტოს მოიცავს.

თურქეთის ნაციონალური გადამზიდავი შიდა ფრენებს ივნისში განაახლებს რასაც მოჰყვება საერთაშორისო ფრენების თანდათანობით აღდგენაც.

სამთვიანი გეგმის თანახმად Turkish Airlies  რეისებს 22 მიმართულებით 19 ქვეყანაში შეასრულებს, ამ ქვეყნებს შორისაა: კანადა, ყაზახეთი, ავღანეთი, იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, სინგაპური, დანია, შვედეთი, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, ნიდერლანდები, ბელგია, ბელარუსი, ისრაელი, ქუვეითი, საქართველო და ლიბანი. ავიაკომპანია ფრენებს თავდაპირველად კვირაში 75 რეისის სიხშირით განახორციელებს.

Turkish Airlies -მა ყველა შიდა და საერთაშორისო ფრენა 28 მაისამდე კორონავირუსთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების ფარგლებში შეწყვიტა.  ამ ეტაპზე თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 129 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3500-ს აჭარბებს.

დღის ამბები