18 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
ანა დოლიძე Freedom House-ის ანგარიშში საგანგაშო სიგნალებს ხედავს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე Freedom House-ის ანგარიშში საგანგაშო სიგნალებს ხედავს.

მისი თქმით, დოკუმენტში ჩანს, რომ საქართველო, სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობით, ნახევრად ავტორიტარული და ავტოკრატიული ქვეყნებს რეჟიმებს ემსგავსება. 

"სასამართლო ხელისუფლების არასახარბიელო მდგომარეობასთან დაკავშირებით, მანამდეც გამოვიდა არა ერთი ანგარიში სხვადასხვა ორგანიზაციიდან. ეს ანგარიში მომეჩვენა საგანგაშოდ შემდეგი გაგებით: პოლონეთში არსებული სიტუაცია გამაფრთხილებლად არის შედარებული ჰიბრიდულ და ავტოკრატიულ რეჟიმებთან, რომლის მაგალითადაც არის მოყვანილი საქართველო. მანამდე ასეთი მაღალი ეშელონიდან, ოფიციალური ანგარიშს პერსპექტივიდან ჩვენ არ გვინახავს ასეთი ხაზგასმა, რომ საქართველო სასამართლოში არსებული მდგომარების მხრივ ემსგავსება ჰიბრიდული, ანუ ნახევრად ავტორიტარული და ავტოკრატიული ქვეყნებს რეჟიმებს და აფრთხილებენ პოლონეთს, რომ ამ მხრივ არ წახვიდეთო. მე ეს მომეჩვენა ძალიან სერიოზულ გაფრთხილებად, რომ ჩვენ თუ უკვე საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგვიწყო ავტორიტარული და ავტოკრატიული რეჟიმის დაძახება, ეს იქნება უკვე ახალი წითელი ხაზი, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ვერ გადალახავს," - განაცხადა ანა დოლიძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას. 

დღის ამბები