18 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს შეკრებას ითხოვს, რათა მოქალაქეებს ჯარიმების ოქმების გასაჩივრებაში დაეხმარონ

ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს მდივანს მოუწოდებს,  დროულად უზრუნველყოს საბჭოს შეკრება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ითხოვს, იმსჯელონ და დაეხმარონ მოქალაქეებს, რომ პანდემიის პირობებში შედგენილი ჯარიმების ოქმები გაასაჩივრონ.

"დაჯარიმება 3000 ლარით და მეტით არ არის მხოლოდ ფინანსური რისკი, ამ დროს შეიძლება ადამიანი მეორედ დაჯარიმების დროს აღმოჩნდეს პატიმრობაში. მოვუწოდებ იუსტიციის საბჭოს მდივანს, სასწრაფოდ შეიკრიბონ დისტანციურად და ვიმსჯელოთ, რა ვითარებაა ჯარიმების გასაჩივრების მხრივ ჩვენს სასამართლოში,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე შემუშავებული ახალი რეგულაციების თანახმად. კომენდანტის საათის დარღვევის გამო ფიზიკური პირი, შესაძლოა, დაჯარიმდეს 3000 ლარით.

დღის ამბები