18 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ტროლები, ვის აწყობს ეს ყველაფერი, ნამდვილად არ ვიცი -კახა კალაძე

კომპანია "ეს პერსონას" "ქართულ ოცნებასთან" ოფიციალურ კავშირს უარყოფს სახელისუფლებო პარტია. დღეს მმართველი გუნდის ოფისში საგანგებო განცხადება გაკეთდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ამ კომპანიის მფლობელ კოკა ყანდიაშვილს უკვე 6 წელია, მათთან ოფიციალური შეხება აღარ აქვს.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კი აცხადებს, რომ ტროლებისა და ბოტებისთვის არავის სცალია, რადგან მთავრობა გადართულია კორონავირუსთან ბრძოლის კამპანიაზე.

"ბევრი განცხადება კეთდება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ტროლები და ბოტები. მთელი სახელმწიფო იმაზეა გადასული, როგორ მოაგვაროს კორონავირუსის პრობლემა. უბრალოდ, ისმის კითხვა, ვის აწყობს ეს ყველაფერი,"- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა ასობით ქართული ანგარიში წაშალა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წაშლილია ქართულ გამოცემა "ეს-პერსონასთან" დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამანგარიში. "ფეისბუქის" ინფორმაციით "ეს-პერსონა" კოკა ყანდიაშვილს ეკუთვნის და ქსელის უკან მდგომი პირები ფიქციური პერსონების შესაქმნელად, ოპოზიციის ლიდერებისა და ადგილობრივი ჯანდაცვის სპეციალისტების განსახიერებისთვის, ასევე დეზინფორმაციის გასავრცელებლად ყალბ ანგარიშებს იყენებდნენ. გვერდებზე ქვეყნდებოდა ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და ადგილობრივი აქტივისტების მიმართ კრიტიკული შინაარსის კონტენტი. მოცემული ანგარიშებიდან Facebook რეკლამებში დაახლოებით $30,000 დოლარი დაიხარჯა. 

დღის ამბები