18 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
ბრიტანეთში COVID -19-ის გამო გაზრდილი ფატალური შემთხვევების მიუხედავად, ქვეყენაში ზომების შემსუბუქებაზე მსჯელობენ

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. რუსეთში ბოლო 24 სათის განმავლობაში კორონავირუსით 10 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. მათ შორისაა ქვეყნის კულტურის მინისტრი ოლგა ლიუბიმოვა. ის რუსეთის მთავრობის მესამე წევრია, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

მანამდე COVID -19-ით პრემიერი, მშენებლობის მინისტრი და მისი მოადგილე დაინფიცირდენენ. რუსეთის პრეზიდენტი შექმნილი მდგომარეობის გამო ზომების შემსუბუქებას ნაადრევად მიიჩნევს.

მონაცემები იზრდება თურქეთშიც, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 520-ს მიაღწია. მიუხედავად მზარდი მონაცემებისა, ქვეყნის პრეზიდენტმა მკაცრი ზომების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.

დიდმა ბრიტანეთმა ფატალური შემთხვევების რაოდენობით იტალიასაც კი გადაუსწო, თუმცა ქვეყანა ზომების შემსუბუქებაზე მაინც მსჯელობს.

მსოფლიოში მზარდი სტატისტიკის პარალელურად გრძელდება მსჯელობა ვირუსის შექმნისა და გავრცელების გზებზე. დღეს სახელმწიფო მდივნის განცხადების საპასუხოდ პენტაგონში აღნიშნეს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შექმნილი არაა.  მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელთა მიხედვით კორონავირუსი ჩინურ ლაბორატორიაში შეიქმნა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4 მილიონს უახლოვდება, აქედან მილიონ 300 ათამა ადამიანმა ვირუსი დაამარცხა. თითქმის 260 ათსსი შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.

 

 

დღის ამბები