პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა საზოგადოებას პაციენტების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ლევან რატიანის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 72 პაციენტია მოთავსებულ, მათგან 58 დადასტურებული კოვიდ ინფექციაა.
ლევან რატიანის თქმით, დღეს კლინიკას ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. რეანიმაციულ განყოფილებაში 4 პაციენტია მოთავსებული.
"რეანიმაციაში გვრჩება 4 პაციენტი, ორის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფებიან სპონტანურ სუნთქვაზე, ოქსიგენდამოკიდებულით. ერთი პაციენტი არის რეანიმაციაში მძიმე მდგომარეობაში, იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მეორე პაციენტის მდგომარეობა შედარებით უფრო სტაბილურია, გამარტივებულ ფილტვის ხელოვნურ რეჟიმზეა.
რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, სტაბილურია, უარყოფით დინამიკა არც ერთ მათგანთან არ ფიქსირდება. არც ერთი ახალი შემთხვევა ამ ეტაპამდე ჩვენს კლინიკაში არ შემოსულა. შემოსულია რამდენიმე ორსული და ველოდებით მათ პასუხებს ლუგარიდან," - განაცხადა ლევან რატიანმა.
ლევან რატიანის თქმით, სტაბილურია ორსული პაციენტების მდგომარეობა და არც მათი და არც ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.