18 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
წარმოუდგენელია იყოს დიდი თავყრილობა - "ევროპულმა საქართველომ" ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით რეკომენდაციები წარადგინა

"ევროპულმა საქართველომ" შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით რეკომენდაციები წარმოადგინა.

სერგო რატიანის განმარტებით, 20 მაისს მეთორმეტეკლასელები სასწავლო პროცესს ამთავრებენ, თუმცა კვლავ გაურკვეველია მთავრობის გადაწყვეტილება გამოცდების ჩატარების შესახებ.

მისივე თქმით, ამ სიტუაციაში მიზანშეწონილია ერთი სავალდებულო კომბინირებული ტესტით მისაღები გამოცდების ჩატარების ვარიანტი ერთ სასესიო დროში.

"წარმოუდგენელია, რომ ივლისში 4-ჯერ მივიდნენ ჩვენი აბიტურიენტები ცენტრებში, იყოს დიდი თავყრილობა, ეს იქნება მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათო. შესაბამისად, ჩვენი პირველი რეკომენდაცია არის, რომ იყოს ერთი კომბინირებული გამოცდა და რესურსცენტრებში 40 ათასი აბიტურიენტის თავყრილობა ასევე არის მიუღებელი. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც უნდა გადაიდგას ნაბიჯი და ვფიქრობთ, რომ აუცილებელია  სკოლებში იყვნენ გადანაწილებულები," - განაცხადა სერგო რატიანმა. 

დღის ამბები