18 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
დავით ზალკალიანმა საზოგადოებას დაგეგმილი სპეცრეისების განრიგი გააცნო - ამ დრომდე საქართველოში 10 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში 10 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა - ამის შესახებ, ზალკალიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მომავალში დაგეგმილი ფრენების განრიგიც გააცნო საზოგადოებას. 

"ხვალ შესრულდება რეისი ბერლინიდან. ამასთან, საგანგებო სიტუაციის პირობებში დამატებითი რეისებიც განსაზღვრულია. 12 მაისს განხორციელდება რეისი თბილისი-ლონდონის მიმართულებით, 15 მაისს თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით, რომლითაც ისარგებლებენ სპეციალურად მხოლოდ ამერიკიდან წამოსული ჩვენი მოქალაქეები. 18 მაისს იქნება ფრენა თბილისი-ლარნაკას მიმართულებით, 20 მაისს შესრულდება თბილისი-ათენის რეისი.

მოგეხსენებათ, პირველი სპეციალური რეისები რომიდან დაიწყო და ჩვენ სიმბოლურად, 22 მაისს გვექნება რეისი რომიდან,"- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. 

დღის ამბები