18 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
საქართველოს რეალური პრობლემა გიდების აღურიცხავი რაოდენობაა - რუსუდან ჯაფარიძე

გიდი რუსუდან ჯაფარიძე სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმას დადებითად აფასებს. მისი თქმით, გარკვეულ სირთულეებს ქმნის ის, რომ გიდების უმრავლესობა თვითდასაქმებულია და ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული. რუსუდან ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს კრიზისი განსაკუთრებული სიმძაფრით შეეხო.

"სახელმწიფოს ყურადღება უნდა გამოეჩინა, რომ დაგვხმარებოდა კომუნალურების, ან თუნდაც საბანკო გარანტიების თვალსაზრისით. ჩვენს კრიზისს სამთვიანი კრიზისი არ ჰქვია. ჩვენ, რეალურად, მინიმუმ 9 თვე ვერანაირ ვალდებულებას ბანკების მიმართ, სახელმწიფოს მიმართ, ვერაფერს ვერ შევძლებთ. ჩვენი ადაპტირება და მორგება გვინდოდა ამ სიტუაციაზე მაქსიმალურად, ძალიან ენერგიული ხალხი ვართ გიდები და მნიშვნელოვანი იყო გვეგრძნო, რომ პროცესის ალაგვმაში ვმონაწილეობთ. მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ჩვენი პრეტენზიები იმ ეტაპზე, რაც შეეძლო გაეჟღერებინა მინისტრს და პრემიერს. რეალური პრობლემა საქართველოსი არის ქაოტური მდგომარეობა თვითონ გიდებში, არის აღურიცხავი ჩვენი რაოდენობა. იცით, სახელმწიფო ლიბერალურია თვითდასაქმებულების მიმართ, ჩვენ ფრილანსერები ვართ, შეგვიძლია დამოუკიდებლად ვაწარმოოთ მოლაპარაკება ნებისმიერ სუბიექტთან ტურისტების მიწოდებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ეს დიფერენციაცია გარკვეულ დროს მოითხოვს,"- განაცხადა რუსუდან ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი ტურიზმის ამუშავების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, გიდების დახმარება და გადამზადებაც იგეგმება. მოხდება ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის თანხის სუბსიდირება. გეგმაში გათვალისწინებულია გიდების გადამზადების პროგრამა, ასევე, უფასო ვიზიტები მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე. ტურისტული კომპანიებისთვის და გიდებისთვის მხარდაჭერის პაკეტი 5 მილიონი ლარია.

დღის ამბები