18 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
ვაქცინაცია და აცრები გახლავთ მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე დიდი მიღწევა - ამირან გამყრელიძე 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი პანდემიების წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინებისა და მისი ეფექტურობის შესახებ საუბრობს. ამირან გამყრელიძემ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და საშიში ინფექცია, ყვავილის დაავადება გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი დამარცხება, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში, სწორედ ვაქცინის საშუალებით მოხდა.

გამყრელიძე ამბობს, რომ სწორედ ისტორიამ და გამოცდილება აჩვენა, რომ პანდემიებთან ბრძოლის ყველაზე უფრო ეფექტური საშუალება მასობრივი აცრები და ვაქცინაციაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ვაქცინამ მსოფლოში უამრავი ადამიანის სიცოხლე გადაარჩინა. დღესაც, მისი თქმით, მთელი სამყარო ვაქცინის შექმნის მოლოდინშია. 

"ყვავილი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საშიში დაავადება, რომელმაც ასეულ მილიონით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 20-ე საუკუნის დასაწყისში ის ყოველწლიურად 4 მილიონ ადამიანს კლავდა. ყვავილი გახლავთ ის ინფექცია, რომლის წინააღმდეგაც შეიქმნა პირველი ვაქცინა მსოფლიოში. ეს არის ინგლისელი ექიმის აღმოჩენა, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლო ათწლეულში მოხდა.

"მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვაქცინაცია და აცრები გახლავთ მედიცინის და კერძოდ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე დიდი მიღწევა, რომელმაც დაიცვა და გადაარჩინა ასეულობით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ის დღეს ასევე იცავს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას.

"კოვიდის პანდემიის პირობებში, მთელი სამყარო ძალიან ვართ შეწუხებული ამ ინფექციით. იცით, რომ ინფიცირებულთა ოფიციალურად დადასტურებულმა რაოდენობამ გადააჭარბა სამ მილიონს, სიკვდილიანობა მიუახლოვდა 7%-ს და 210 ქვეყანაში არის უკვე გავრცელებული და სამყარო დიდი იმედით უყურებს მეცნიერებას, როდის შეიქმნება ყველაზე უფრო ეფექტური საშუალება, ვაქცინა COVID-19-ის საწინააღმდეგო. ყველას დიდი იმედი გვაქვს რომ ეს ვაქცინა აუცილებლად იქნება.“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

 

 

 

დღის ამბები