18 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსისა" და ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელი განმეორებითი ტესტის პასუხის მოლოდინშია

საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსისა" და ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელი განმეორებითი ტესტის პასუხის მოლოდინშია.

მას პირველ ჯერზე COVID ინფექცია PCR ტესტით დაუდგინდა. პაციენტი ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, რომელიც "კურიერთან" აცხადებს, რომ ვირუსის არანაირი სიმპტომი არ აქვს და თავს კარგად გრძნობს. 

"ჯანმრთელობით ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, არაფერი არ მაწუხებს, არანაირი სიმპტომი არ მაქვს. "ჯეო ჰოსპიტალში" ყველა თანამშრომელს უტარდებოდა ანალიზი და მეც გავიკეთე. მითხრეს მეორე დღეს რომ ტესტი საეჭვო იყო. დღეს საღამოს, 6 საათის შემდეგ ველოდებით ზუსტ პასუხს. დანარჩენი ანალიზები რაც გამიკეთეს, ყველაფერი უარყოფითია და სუფთაა. ველოდები რომ ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება, რადგან საერთოდ არაფერი მაწუხებს არც მე და არც მათ, ვისთანაც მქონდა კონტაქტი,"- აცხადებს  პაცინეტი. 

დღის ამბები