18 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
დიდი იმედი მაქვს, მალე კაცობრიობა მოახდენს გარღვევას და ეს დაავადება, ისევე როგორც ბევრი სხვა, გახდება მართვადი - პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინების ეფექტურობისა და მნიშვნელობის შესახებ საუბრობს და იმედოვნებს, რომ კოვიდ ინფექციაც  ვაქცინის საშუალებით მალე მართვადი გახდება. "ვაქცინაცია არის კაცობრიობის მომავალი" - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

"ხედავთ, რომ დედამიწა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პროგრესი განიცადა კაცობრიობამ, დღეს უიარაღოდ დავრჩით ახალი დაავადების წინაშე და ვიყენებთ იგივე მეთოდებს, რომელსაც მრავალი საუკუნის წინათაც იყენებდნენ ყველანაირი გადამდები დაავადების წინააღდეგ - დისტანცირება, კარანტინი, იზოლაცია და ა.შ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე კაცობრიობა მოახდენს გარღვევას და ეს დაავადება, ისევე როგორც ბევრი სხვა, გახდება ისეთივე მართვადი, როგორც დღეს არის ძალიან ბევრი სხვა გადამდები დაავადება. ვაქცინაცია არის კაცობრიობის ყველაზე დიდი მიღწევა, რაც კი სამედიცინო აზრს შეუქმნია," - განაცხადა პაატა იმნაძემ.   

დღის ამბები