მეორე მსოფლიო ომის დასრულება არ ნიშნავდა მთელი ევროპისთვის თავისუფლების მოპოვებას - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატებისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის 75 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა.
"ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები კომუნისტური რეჟიმის მმართველობის ქვეშ 50 წელი იმყოფებოდნენ. უკანონოდ მოხდა ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია და ანექსია, ხოლო რკინის რეჟიმი დაპყრობილ ქვეყნებში სამხედრო ძალით, რეპრესიებით და იდეოლოგიური კონტროლით იყო შენარჩუნებული," - ნათქვამია განცხადებაში.