18 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან საჩუქრად დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს მიიღებს 

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან საჩუქრად დამატებით 27,000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს მიიღებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გააკეთა. მისი განცხადებით,  ამერიკული ხორბლის მიწოდება "სურსათი პროგრესისთვის" პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ბიუჯეტიც 14.5 მილიონ დოლარს შეადგენს. 

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის "სურსათი პროგრესისთვის" პროგრამის ფარგლებში, საქართველოს აჩუქებს დამატებით 27,000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს, რათა დაეხმაროს ქვეყანას პანდემიის დროს. ეს დაემატება იმ 27,000 ტონა ხორბალს, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო დეკემბრის თვეში. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებმა აკრძალეს ხორბლისა და მარცვლეულის ექსპორტი, ამერიკის შეერთებული შტატები იძიებს გზებს, რათა დაეხმაროს საქართველოს უფრო მეტი ხორბლის უზრუნველყოფაში. 

ამ პროექტში ვთანამშრომლობთ არაჩვეულებრივ პარტნიორებთან, მათ შორის - კომპანია "ლენდ ო’ლეიქს ვენჩერ 37“, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო," - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

 

 

 

დღის ამბები