18 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
პრაქტიკულმა ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა, რომ საქართველო უსაფრთხოდ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პანდემიის გამო სიფრთხილისა და წესების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. ელჩის განცხადებით, იმედის მომცემია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობა ეტაპობრივად განახლდება. 

"უაღრესად მადლიერი ვართ საქართველოს ჯანდაცვის ხელმძღვანელების, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ექიმების, მკვლევრებისა და საქართველოს მთავრობის. მათმა პრაქტიკულმა ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თუმცა ეს გზა ჯერ ბოლომდე გავლილი არ არის. როგორც ექიმმა გამყრელიძემ თქვა, ჩვენ ჯერ არ დაგვიმარცხებია COVID-19. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს სერიოზულად მივუდგეთ და მივიღოთ სიფრთხილის აუცილებელი ზომები ჩვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის," - განაცხადა კელი დეგნანმა

ელჩის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმ დროს, როდესაც თავადაც ებრძვის პანდემიას, დღემდე დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი გამოყო ჯანდაცვის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებებისთვის

"ამერიკის შეერთებული შტატები უძღვება COVID-19-ზე რეაგირების მსოფლიო ძალისხმევას ჰუმანიტარული და ჯანდაცვის კუთხით. მაშინ, როდესაც ვირუსს ებრძვის შინ, ამ რეაგირების ფარგლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღემდე დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი გამოყო ჯანდაცვის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის, დამატებით იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რაც უკვე უზრუნველყო მრავალეროვნული და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ეხმარებიან თემებს პანდემიასთან გამკლავებაში. აქ, საქართველოში, საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარების გზების ძიებას," - განაცხადა კელი დეგნანმა

დღის ამბები