20 აპრილი 2024,   11:52
ვრცლად
ყაზბეგის გამზირის მიმდებარედ სამართალდამცველები არიან მობილიზებული - "კურიერის" ინფორმაციით ნაპოვნია ცხედარი

თბილისში, ყაზბეგის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველები არიან მობილიზებული. "კურიერის" ინფორმაციით, ე.წ. შანხაის უბანში ნაპოვნია ცხედარი.  

ამ წუთებში ცხედრის იდენტიფიცირება მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით არსებობს ორი ვერსია. ერთის თანახმად, გარდაცვლილი მამაკაცი იყო ხანდაზმული და უსახლკარო, ხოლო მეორე ვერსიით, ადგილობრივების ცნობით, შუახნის მამაკაცი ბლაგვი საგნით მოკლეს.

მიმდებარე ტერიტორია პოლიციის ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დღის ამბები