ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეა ინფიცირებული პაციენტების რაოდენობამ იკლო.
"ბოლო 10 დღის განმავლობაში, აღგვენიშნება ახალი დადასტურებული შემთხვევების კლება. გუშინ გვყავდა 623 დადასტურებული შემთხვევა და დღეს, მხოლოდ სამი ახალი პაციენტი დაგვემატა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა იზრდება, 9 ახალი გამოჯანმრთელებული დაგვემატა და ამ დროისთვის, მათი რაოდენობა 297-ია. თუკი ამ მონაცემებს შევაჯერებთ, კლინიკებში მკურნალობაზე, მხოლოდ 319 პაციენტი რჩება,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიამ ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეოის შესახებაც ისაუბრა.
"რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, ამ ეტაპზე გვიწევს 42 პაციენტი, აქედან ერთი არის შესაძლო შემთხვევა, 41 კი დადასტურებული. არსებული სიტუაცია უცვლელია, კვლავ გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი და ერთი მძიმე. ორივე მათგანთან სიმძიმის განმსაზღვრელი არის თანმხლები დაავადებები.
ჩვენი ცენტრის გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა უკვე 85-ს შეადგენს. ბოლო 10 დღის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევებიდან ყველას წყარო ცნობილია. ჯერჯერობით ახალი წყარო არ დაფიქსირებულა,"- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.