18 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
ქვეყანაში ზომიერი, კონტროლირებადი მატებაა - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში  ახალი შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატებაა.

"ჩვენ გვაქვს ზომიერი კონტროლირებადი მატება, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა ასეთი მატებაა, დინამიკა ყოველთვის უკეთესი უნდა იყოს და ეს დასტურდება ჩვენი ბოლო მონაცემებით. მსგავსი მატებით მივიღეთ დადასტურებულთა ციფრების შემცირება. ვნახოთ, თუ შეგვინარჩუნდება ეს ტენდენცია,"- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ

დღის ამბები