საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 კი გამოჯანმრთელდა. ექიმების ინფორმაციით, ყველა შემთხვევაში წყარო ცნობილია.
2 შემთხვევა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დადასტურდა, თუმცა მედპერსონალი ამბობს, რომ ისინი დღევანდელ დადასტურებულ პაციენტებს არ მიეკუთვნებიან. კლინიკის საერთო მონაცემები კი კვლავ უცვლელია.
"გვყავს ორი ახალი შემთხვევით პაციენტი, მათი პასუხი პირველადი სწრაფი ტესტებით დადებითია და ვნახოთ რა პასუხს მივიღებთ ლუგარიდან. დანარჩენ პაციენტებთან კი არანაირი უარყოფითი ჩვენები არ გვაქვს. რეანიმაციაში არსებული პაციენტებს სამჯერ ჩატარებული კვლევით კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 46 წლის პაციენტი კი აპარატიდან უკვე მოხსნილია,მისი მდგომარეობა სტაბილურია,"- აცხადებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი.