18 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
ცნობილი მეცნიერი, პროფესორი დალი ჩიკვილაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი მეცნიერი, პროფესორი დალი ჩიკვილაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება ავრეცელებს:

"მწუხარებით ვიუწყებით რომ გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერი, ნიკო ნიკოლაძის მკვლევარი და საზოგადოების უცვლელი საპატიო თავმჯდომარე, პროფესორი დალი ჩიკვილაძე. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და  ჩვენს ქვეყანას აუნაზღაურებელ დანაკლისს. მადლობა ქალბატონო დალი დაუღალავი შრომისა და თავდადებისთვის, რასაც მთელი ცხოვრება ეწეოდით ჩვენი სამშობლოსათვის,"- წერია ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების ფეისბუკგვერდზე.

დალი ჩიკვილაძე ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალისტიკის კათედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ უფროს მასწავლებლად, შემდეგ დოცენტად და შემდეგ- კათედრის გამგედ. დალი ჩიკვილაძის ხელმძღვანელობით ასპირანტურის კურსი გაიარა ბევრმა ასპირანტმა, მაგისტრანტმა და დოქტორანტმა.

ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დალი ჩიკვილაძე  2014წ. 21 მარტს დაჯილდოვდა  ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიით, ხოლო 2015 წლის 21 მარტს მიენიჭა დამსახურებული ჟურნალისტის საპატიო წოდება. 2019 წელს ის,  ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების უცვლელ საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.

დღის ამბები