18 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
ბერლინი-თბილისის რეისით საქართველოში 183 მოქალაქე დაბრუნდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინი - თბილისის რეისით საქართველოს 183 მოქალაქე დაბრუნდა.

მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი გადაყვანილ იქნენ სხვადასხვა სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საქართველოს მასშტაბით, ამ დროისთვის 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.

ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 4909 ადამიანია განთავსებული.

დღის ამბები