საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ქედას დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, საჭიროა აფეთქებითი სამუშაოები, ვინაიდან ქვის მასა ძალიან დიდია და სხვა გზით ვერ ხერხდება გზის გაწმენდა.
ადგილზე ამ წუთებში მიმდინარეობს რამდენიმე წერტილზე გაბურღვა, რის შემდეგაც მოხდება აფეთქება. სავარაუდოდ, გადაადგილება ამ გზაზე დღის მეორე ნახევრამდე შეზღუდული იქნება.
დიდი რაოდენობით მიწის მასა სოფელ დოლოგანის მონაკვეთზე გუშინ გვიან ღამით ჩამოიშალა. შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის პარალიზებულია მოძრაობა ბათუმი ახალციხის ცენტრალურ გზაზე.