აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ქვეყანაში კოვიდინფექცია 1.3 მლნ-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.
ინფიცირებულთა შორის არის აშშ-ს პრეზიდენტის ქალიშვილის, ივანკა ტრამპის პირადი ასისტენტიც. CNN-ის ინფორმაციით, ასისტენტი დისტანციურად მუშაობდა და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტრამპთან და სხვა თანამშრომლებთან ურთიერთობა არ ჰქონია.
ალერგიისა და ინფექიციური დაავადებების ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩის განცხადებით, შესაძლოა, აშშ-ში ინფიცირებულთა წრე გაფართოვდეს.
"ამ დროისთვის, ჩემი მთავარი ამოცანაა, საზოგადოებას შესაბამისი რეკომენდაციები მივცეთ. უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ყველაფერი გავაკეთოთ ამერიკელი ხალხის დასაცავად,"- განაცხადა ენტონი ფაუჩმა.