18 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
ვაქცინა ნებაყოფლობითი უნდა იყოს, დაძალება არ შეიძლება - მიტროპოლიტი გერასიმე

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის გერასიმეს ინფორმაციით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით სასულიერო პირები შეიკრიბებიან და შესაბამის გადაწყვეტილებას კომისია მიიღებს.

მეუფემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი ექიმების რეკომენდაციებს მოუსმენენ და შეისწავლიან.

ის მიიჩნევს, რომ აცრა ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

რაც შეეხება მღვდელმთავრების ქადაგებებს აცრებთან დაკავშირებით, მიტროპოლიტ გერასიმეს სხვების განცხადებების შეფასება უჭირს. 

"ყველა მღვდელმთავარი ქადაგებს ღვთის სიტყვას, ეს არის დაკავშირებული, ალბათ,  იმ მოვლენებთან, რაც ხდება. ქადაგებენ, რომ მოუწოდონ ტაძარში სიარულისა და სიფრთხილისკენ. ნებაყოფლობითი უნდა იყოს, დაძალება არ შეიძლება, ვისაც უნდა გაიკეთებს, ვისაც არ უნდა - არა. მოვისმენთ რეკომენდაციებს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორც ამ პერიოდში გავითავლისწინეთ. შედგება კომისია, რომელიც განიხილავს ამ თემებს, მისაღებია, არაა მისაღები, დადებითი, უარყოფითია და ამის მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას. თურმე შესაძლებელი ყოფილა, თუ მივენდობით ღვთის ნებას, ასევე მშვიდად გავივლით ამ პერიოდს, როგორც აქამდე გავირეთ," - განაცხადა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა. 

დღის ამბები