18 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
პაციენტს საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა - COVID-19-ის მორიგი მსხვერპლი საქართველოში

81 წლის პაციენტი, რომელიც კორონავირუსის მორიგი მსხვერპლია, ბათუმის "მედალფას კლინიკაში დაახლოებით ერთი თვის წინ შეიყვანეს და ბოლო 4 დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

ჰოსპიტალური ქსელ "მედალფას" ბათუმის კლინიკის კლინიკური დირექტორის ალექსი გოხელაშვილის განმარტებით, პაციენტს მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

იმავე კლინიკაში გადიოდა მკურნალობას მისი მეუღლე, თუმცა ის რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

"80 წელს გადაცილებულ პაციენტს საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რამაც მდგომარეობა დაამძიმა, განვითარდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დარღვევები და დადგა ეს შედეგი. თავიდან მკურნალობდა ჩვეულებრივად თერაპიულ განყოფილებაში, დამძიმების შემდეგ უკვე გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში," - განაცხადა ალექსი გოხელაშვილმა

პაციენტი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვალების ეს უკვე მეთერთმეტე შემთხვევაა.

დღის ამბები