18 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
საკარანტინო ზონებად გადაკეთებული სასტუმროები სეზონის მოლოდინში - ადგილობრივი ტურიზმი  ოპერირებას 15 ივნისიდან დაიწყებს 

სასტუმროების მფლობელები 2 თვიანი საკარანტინო სივრცის გამოცდილებით, ქვეყნის საზღვრების გახსნისა და ტურისტების მოლოდინში არიან. სეზონთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება უჭირთ, რადგან არ იციან დეტალები - რომელ ქვეყანასთან როდის მოიხსნება სასაზღვრო შეზღუდვები. სასტუმრო ბიზნესი ამ ეტაპზე მხოლოდ ზოგად ინფორმაციას და "კოვიდ 19"-ის პირობებში ოპერირების უპირატესობას ფლობს. 

ტურიზმის სექტორში აჭარას განსაკუთრებული ადგილი მიუჩინეს. გადაწყვეტილია, რომ შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც აჭარის მთავრობის მეთაურთან ერთად უსაფრთხოების მიმართულებაზე იმუშავებს. ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, კოვიდ სუფთა ზონების გამოყოფის იდეაც გახმოვანდა. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა იდეის მონახაზი პრემიერისგან მოისმინეს. დასახელდა რამდენიმე კონკრეტული ადგილი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე სახელმწიფომ და ბიზნესმა კონსულტაციები უნდა გაიარონ. 

ტრადიციულ ბაზრებთან მუშაობა და მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში ირწმუნებიან, რომ უკვე გამოკვეთილია ის მიმართულებები, რომლებიც პრიორიტეტად განისაზღვრა. მათ შორის არიან მეზობელი სახელმწიფოები, გალფის ქვეყნები, დასავლეთ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები. კერძო სექტორი კი, ბაზრის გახსნისა და დეტალური ინფორმაციისთვის ემზადება.

გეგმის მიხედვით, ადგილობრივი ტურიზმი საქართველოში ოპერირებას 15 ივნისიდან დაიწყებს, 1 ივლისიდან კი, ქვეყანა უცხოელ სტუმრებს მიიღებს. იმისათვის, რომ გეგმები არ შეიცვალოს, უსაფრთხოების წესების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.   

დღის ამბები