09 სექტემბერი 2026,   23:14
ვრცლად
სოფელ ღვანკითში შეზღუდვები მოიხსნა - მოქალაქეებს სოფელში შესვლისას და გამოსვლისას თერმოსქრინინგი ჩაუტარდებათ

იმერეთში კორონავირუსის გამო ჩაკეტილი ერთადერთი სოფელი გაიხსნა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში შეზღუდვები დღეს მოიხსნა, თუმცა სოფელში ბლოკპოსტი მაინც დარჩება და მოქალაქეებს სოფელში შესვლისა და გამოსვლისას თერმოსქრინინგი ჩაუტარდებათ.

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ღვანკითში ბლოკპოსტები 22 მაისის ჩათვლით იქნება, ქუთაისში არსებულ ბლოკპოსტების აღება კი, დღეიდან დაიწყება.

"საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ღვანკითში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, აღარ იქნება საკარანტინო ზონად წოდებული, თუმცა რჩება ბლოკპოსტები და გაგრძელდება თერმოსქრინინგი 22 მაისის ჩათვლით. ეს არის იმისთვის, რომ საშუალება გვქონდეს პრევენცია მოვახდინოთ, თუ რაიმე რისკის ზონა დარჩა.

რაც შეეხება ქუთაისში არსებული ბლოკპოსტების აღებას, დღეიდან დაიწყება და ქუთაისის შემოსასვლელებში ხვალიდან ბლოკპოსტები აღარ იქნება," - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დღის ამბები