თბილისში, მეტეხის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უსახლკარო მამაკაცია, რომელიც მიტოვებულ შენობაში ცხოვრობდა. ის დაახლოებით 1 კვირის წინ გაუჩინარდა, დღეს კი გარდაცვლილი ნახეს.
როგორც "კურიერს" შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.