18 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ფერმერს ხელს უწყობს განავითაროს მეურნეობა - ნინო ზამბახიძე

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმაში, ფერმერების ყველა მოთხოვნა გათვალისწინებულია. ამის შესახებ მან განცხადება "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. ნინო ზამბახიძის თქმით, დიზელის ფასის შემცირება მნიშვნელოვანი შეღავათია, რადგან ეს ნაწილი სავარგულების დამუშავებისას ყველაზე დიდი დანახარჯი.  

"მთავრობა ხშირად არ არის ჩემგან შეჩვეული ქებას, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როდესაც ყველა მოთხოვნა, რომელიც ფერმებს ჰქონდა, მათ შორის ჩვენ გვქონდა გაკეთებული კვლევა რა გავლენა აქვს COVID-19-ს სოფლის მეურნეობაზე და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოკლე ვადიან და საშუალო ვადიან პერსპექტივაში, ის გამოწვევები, რომელი ფერმერებს აქვს, აღმოიფხვრას, ყველა ეს მოთხოვნა ფერმერების გათვალისწინებულია. ყველა მოთხოვნა გაითვალისწინა, მე ვიტყოდი, გადააჭარბა კიდეც. ძალიან კარგია ის, როდესაც ფერმერს დიზელის ფასი უმცირდება, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი დანახარჯი, რომელიც ის სავარგულების დამუშავების დროს იღებს.

ეს ანტიკრიზისული გეგმა უწყობს ფერმერს ხელს, რომ განავითაროს თავისი მეურნეობა, მეორე, ეხმარება იმაში, რომ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით იყოს ძალიან დროული და მესამე, ეს გვაძლევს საშუალებას იმის, რომ იმპორტის ჩანაცვლება დაიწყოს ნელ-ნელა ჩვენს ქვეყანაში. თქვენ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა 60-70% იმპორტზეა დამოკიდებული.

თუმცა ერთი კრიტიკა მაინც მინდა ვთქვა, ეს არის საშემოსავლო შეღავათი, რომელსაც ჩვენ ვლობირებდით და არა ერთ გზის გაგვიკეთებია განცხადება, რომ იმისთვის, რომ უფრო მეტი წახალისება მოხდეს, საშემოსავლო კუთხით ფერმერული მეურნეობები წარმოების არამც, თუ ზღვარს უნდა აკმაყოფილებდეს, არამედ უნდა იყოს გათავისუფლებული და მე ვფიქრობ, რომ კუთხითაც უნდა გაითვალისწინებს ხელისუფლება, იქნება მართლა უპრეცედენტო დახმარება," - განაცხადა ნინო ზამბახიძემ. 

დღის ამბები