18 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
"ლეიბორისტული პარტია" სტუდენტებისთვის გაცდენილი სემესტრის გადასახადის ანაზღაურებას ითხოვს

"ლეიბორისტული პარტია" სტუდენტებისთვის გაცდენილი სემესტრის გადასახადის ანაზღაურებას ითხოვს. ამ საკითხზე პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საუბრობენ.

მიხეილ ქუმსიშვილის თქმით, ხელისუფლება აიგნორებს სტუდენტებს და მათზე ანტიკრიზისულ გეგმაშიც არაფერია ნათქვამი. პარტიამ ამ მოთხოვნით ონლაინპეტიცია შეადგინა და ხელმოწერებს აგროვებს.

"ეკონომიკური კრიზისის ფონზე, სტუდენტები იძულებულები არიან, შეიჩერონ სტატუსი, თუმცა ეს სახელმწიფოსთვის იმდენად უინტერესო აღმოჩნდა, რომ ანტიკრიზისულ გეგმაშიც არ არიან. სახლმწიფომ უნდა გამოყოს ბიუჯეტი და გადაუხადოს სტუდენტებს სწავლის ღირებულება, ხოლო ვისაც გადახდილი აქვს თანხა, უკან დაუბრუნონ,"- განაცხადა მიხეილ ქუმსიშვილმა.

დღის ამბები