18 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
ფოთის ორივე შესასვლელში გამშვები საკონტროლო-საგუშაგოების დემონტაჟი განხორციელდა

ფოთის ორივე შესასვლელში გამშვები საკონტროლო-საგუშაგოების დემონტაჟი განხორციელდა. ადგილზე, ამ დროისთვის, მხოლოდ საპატრულო პოლიციის ჯგუფებია განთავსებული.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელთან არსებულ სპეციალურ პოსტებზე დღეიდან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დარჩებიან. საბჭომ პოსტებიდან, ამ ეტაპზე, თავდაცვის ძალების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო." - განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ

დღის ამბები