გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა "ღამის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მალე დაძლევს პანდემიის გამოწვევებს და შესაძლებელი იქნება სამუშაოების განახლება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით.
ელჩმა აღნიშნა, რომ მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქართველების უნარები შექმნილ სიტუაციასთან გასამკლავებლად.
"ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის დისციპლინა, გამძლეობა და სიმშვიდე, რომლითაც ქართველები ამ რთულ სიტუაციას უმკლავდებიან.
მთელი გულით ვუსურვებ საქართველოს, რომ მალე ერთად დაგვეძლიოს პანდემია და კვლავ შევძლოთ იმ სამუშაოს განხორციელება, რაც ჩვენ ყველას გულით გვსურს, კერძოდ, საქართველო კიდევ უფრო დავაახლოვოთ ევროკავშირთან,"- განაცხადა ელჩმა.