სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებისთვის თბილისის მერია გარკვეულ წესებს ამარტივებს.
კონკრეტული პროექტის განხორციელებისას კომპანიას აღარ მოსთხოვენ წარადგნოს დასკვნა ქუჩაზე ტრასპორტის გამტარუნარიანობის შესახებ.
კახა კალაძე აცხადებს, რომ ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების შესაძლებლობა მერიას უკვე თავად აქვს.
"დაახლოებით, ორი წლის წინ ჩვენ შემოვიღეთ ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასება ყველა სამშნებლო პროექტის განხორციელებისათვის, რომ მიგვეღო სრული ინფორმაცია, როდესაც კონკრეტული მშენებელი, კონკრეტული დეველოპერი, კონკრეტულ ქუჩაზე აშენებს საცხოვრებელ სახლს, არავინ არ თხოვდა წლების განმავლობაში რამდენად გამტარუნარიანია ის კონკრეტული ქუჩა, როდესაც ვთქვათ, 500 ოჯახი შესახლდება ახალაშენებულ კორპუსში. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მოთხოვნა ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების, რაც გვაძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ სწორად განგვესაზღვრა რამდენად შეესაბამებოდა კონკრეტული პროექტი არსებულ და სამომავლო მდგომარეობას. ასევე, რამდენად შეძლებდა კონკრეტული ქუჩა იმ ავტომობილების გატარებას, რაც პროექტის განხორციელების შემდეგ მოხდებოდა," - განაცხადა კახა კალაძემ.