18 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
კომენდანტის საათის შემცირებისა და მოხსნის საკითხი განიხილება - პაატა იმნაძე

დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ე.წ. კომენდანტის საათის შესახებ განმარტებას აკეთებს. პაატა იმნაძე ამბობს, რომ ეს საკითხი საკოორდინაციო სხდომის ფარგლებში აქტიურად განიხილება და გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.  

"რა თქმა უნდა განიხილება  კომენდანტის დროის შემცირების საკითხი, ასევე საერთოდ მისი მოხსნის საკითხი, აქტიურად განიხილება და ალბათ იქნება მიღებული ამაზეც გადაწყვეტილება. აქ მინდა ერთი რაღაც დავამატო, რომ  ყველა ჩვენი რეკომენდაცია და შესაბამისად, შემდეგ სახელმწიფოს რეგულაციები არ იყო ჩვენი ცალკეული მოქალაქეების კომფორტის გასაუმჯობესებლად. ლაპარაკი იყო საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენაზე, აქ საკითხი იდგა ასე. ჩვენ ვერ ვაქცევდით საქართველოს ექსპერიმენტულ ველად და მერე დაგვეთვალა, რა მოხდებოდა ქვეყანაში,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

დღის ამბები