18 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, შესაძლოა, გახანგრძლივდეს - ვის შეეხება გადაწყვეტილება, კომერციული ბანკები ინდივიდუალურად მიიღებენ

ქვეყანაში არსებული ვითარებისა და კორონავირუსის გამო, საშეღავათო პერიოდით საქართველოს 600 000-მა მოქალაქემ ისარგებლა, თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგ მათი ნაწილი ჯერ კიდევ უსამსახუროდ იქნება.

პრობლემის გამო 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი, შესაძლოა, გახანგრძლივდეს, თუმცა ნაკლები მასშტაბით. სავარაუდოდ, კომერციული ბანკები გადაწყვეტილებებს გადახდისუუნარო მსესხებლებთან დაკავშირებით ინდივიდუალურად მიიღებენ. შეღავათი ერთიანი და საყოველთაო ვეღარ იქნება.

საბანკო სექტორი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაზარალდა. COVID-19-ის მიზეზით შემოღებული საშეღავათო პერიოდის გამო ლარის რესურსის დეფიციტიც შეიქმნა. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ საპასუხოდ, ცენტრალურმა ბანკმა რამდენიმე ინსტრუმენტი აამოქმედა და ბანკებს სერიოზული პრობლემები არ შექმნიათ. როგორ უნდა გააგრძელონ კომერციულმა ბანკებმა მომხმარებლებთან მუშაობა? ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები დაწყებულია. 

სამთვიანი საშეღავათო პერიოდის შემდეგ მომხმარებლებისთვის სესხების ინდივიდუალურ რესტრუქტურიზაციას ემხრობიან ექსპერტებიც. სპეციალისტები ამბობენ, რომ დახმარება მომხმარებლებს საჭიროების მიხედვით უნდა გაეწიოთ, თუმცა ესეც შეზღუდული პერიოდით.

სამთვიანი საშეღავათო პერიოდი ყველა კომერციულმა ბანკმა კორონავირუსის კრიზისის დაწყებისთანავე გამოაცხადა. მომხმარებლებს გადასახადის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ. ვადა მათთვის, ვინც პირველი დღიდან სარგებლობს შეთავაზებით, ივნისში იწურება. 

დღის ამბები