კორონავირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი, 81 ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაახლოებით ერთი თვის წინ შეიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მას COVID-19-თან ერთად სხვა თანმხლები მძიმე ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, ქვეყანაში ამ დროისათვის ინფექციით სულ 12 ადამიანია გარდაცვლილი. ბოლოს გარდაცვლილი პაციენტი კი მათთან ქართულ-გერმანული კლინიკიდან შეიყვანეს.
"ქალბატონი 81 წლის შემოვიდა ჩვენთან კლინიკაში 12 აპრილს, ქართულ-გერმანული კლინიკიდან, აპარატულ სუნთქვაზე იყო უკვე. იქ იწვა რამდენიმე დღე. დადასტურებული კორონა ინფექციით ჩვენთან იყო უმძიმეს მდგომარეობაში, იწვა რეანიმაციულ განყოფილებაში აპარატულ სუნთქვაზე.
29 აპრილს კვლევა გავაკეთეთ და კორონავირუსი აღარ ჰქონდა უკვე პაციენტს, მაგრამ უმძიმესი იყო ძველი ქრონიკული დაავადებებით, მას ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი. პაციენტი გარდაიცვალა გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით და გულის გაჩერებით,"- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
ქვეყანაში ამ დროისთვის ინფექციით სულ 12 ადამიანია გარდაცვლილი.