აქცია სოციალურ მომსახურების სააგენტოს რაიონულ ოფისთან. ადგილზე ნაადრევად დაბადებული ბავშვის მშობლები და ოჯახის წევრები არიან შეკრებილები, რომლებიც ჩვილის დაბრუნებას ითხოვენ. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს.
ცოტა ხის წინ, აქციის მონაწილეები სააგენტოს შენობაში იმყოფებოდნენ და იმ სოციალურ აგენტთან შეხვედრას ითხოვდნენ, რომელმაც ჩვილი სახელმწიფო ზრუნვაში უშუალოდ გადაიყვანა. იყო ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება.
ბავშვის მშობლები სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყუილში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ახალდაბადებული თბილისის ბავშვთა სახლის ნაცვლად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახს მიაშვილეს. როგორც ბავშვის დედ-მამა აცხადებს, ისინი აქციებს არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
ასევე მშობლების თქმით, სახელმწიფომ მათ გარკვეული დახმარება უნდა გაუწიოს, რათა საშუალება ჰქონდეთ, ბავშვი თავად აღზარდონ.