18 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
დაპირისპირება სოციალური სააგენტოს შენობაში - მოქალაქე აცხადებს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

სოციალური სააგენტოს ისან-სამგორის ოფისში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ხმაური სოციალური მომსახურების შენობაში ცოტა ხნის წინ იყო. მოქალაქე ამბობს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქალი რომელიც ოფისში შვილთან ერთად იყო მისული, არკვევდა, რატომ მოუხსნეს მას სოციალური დახმარება, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

"ჩემს შვილს დაარტყა. ჯანდაცვაში დავრეკე და მითხრეს "სობესში" მიდი და ხელმეორედ დაწერე განაცხადიო, ეგენი კიდევ ჯანდაცვის სამინისტროში მგზავნიან. როდემდე უნდა ვირბინო," - აცხადებს მოქალაქე.

სოციალური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები ყვებიან, რომ მოქალაქე აგრესიული იყო დ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ფილიალის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მისი მხრიდან პასუხი არ ყოფილა:

"მიიღო მაღალი ქულა და რომ გაიგო მაღალი ქულა ჰქონდა მიღებული გადავიდა შეურაცხყოფაზე, რომ ჩავედი და ვთხოვე იქნებ დამშვიდებულიყავით და უფრო წყნარად აგიხსნიდით, გადმოვიდა შეტევაზე, მეც მომაყენა შეურაცხყოფა და ფიზიკურ დაპირისპირებაზეც გადმოვიდა, ნამდვილად არ მიპასუხია," - აცხადებს დავით ცაგორიშვილი.

დღის ამბები