18 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
20-ზე მეტმა კომპანიამ დაადასტურა ინტერესიც და მზაობაც, რომ პირველი ივლისიდან აღდგეს ფრენები - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი

მწვანე ტურისტული ზონები და წესები, რომლითაც სფეროში მომუშავე კომპანიებმა უნდა იხელმძღვანელონ - ამ საკითხებზე დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრა. ნაბიჯებზე, რომელიც ტურიზმის ამოქმედებისთვის აუცილებლად უნდა გადაიდგას, მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, პანდემიის პირობებში უსაფრთხოების დაცვისთვის გაიდლაინები და წესები ტურიზმში ჩართული ყველა სფეროსთვის გაიწერება. 

"მიღებულია გადაწყვეტილებები, თუ რა სავალდებულო მოთხოვნები ექნებათ საერთაშორისო მოგზაურებს საქართველოში მოგზაურობისას. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტიკაა მწვანე ზონების შექმნასთან დაკავშირებით და ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი კურორტი თუ სასტუმრო მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ სიახლეები შემოდის ტურიზმში სავალდებულოდ აღსასრულებელი გაიდლაინების მიმართულებით. დღეს ყველა შევთანხმდით იმ მიმართულებაზე, რომელიც შეეხება სასტუმრო და კვების ობიექტებს, გიდებს, ისევე, როგორც ტურისტულ კომპანიებს და ტურიზმში ჩართულ სატრანსპორტო კომპანიებს,"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, ლევან კარანაძის განცხადებით, 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ უკვე გამოთქვა სურვილი და მზაობა საქართველოში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.  

"36 კომპანიასთან ჰქონდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კომუნიკაცია და ამ 36-დან უმრავლესობამ, 20-ზე მეტმა უკვე დაადასტურა, ამ ეტაპზევე, ინტერესიც და მზაობაც, რომ პირველი ივლისიდან აღდგეს ფრენები ეტაპობრივად. დღეს გაიმართა შეხვედრა, სადაც გავიარეთ ტექნიკური დეტალები, თუ რას უნდა  აკმაყოფილებდეს აეროპორტები, რა გაიდლაინები უნდა დაიცვან ავიაკომპანიებმა და ტურისტულმა სექტორმა. ეს გაიდლაინები ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტებს, საუკეთესო პრაქტიკას. უკვე გამოცემული აქვს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ტრანსპორტის ასოციაციას, გუშინ გამოაქვეყნა ევროკომისიამ ზოგადი პრინციპები,"- განაცხადა ლევან კარანაძემ. 

დღის ამბები